ჩემთან ოფისში მუშაობს თანამშრომელი-ნიჭიერი ბიჭი ხარკოვიდან. დაახლოებით 5 წლის წინ ჩამოვიდა ბერლინიდან და ჩვენთან დაიწყო მუშაობა პროგრამისტად. მაგრამ, როგორც ყველა რუსს, ძალიან ენატრებოდა სამშობლო, კერძოდ: მშობლები, მეგობრები და ა.შ. რამოდენიმე დღის წინ მკითხა – როგორი კლინიკაა შარიტე ბერლინში. შეკითხვამ გამაოცა – კლინიკის შესახებ სრული ინფორმაცია დევს ინტერნეტში. როგორც აღმოჩნდა მას აინტერესებდა ხალხის მოსაზრება ამ კლინიკაზე, არაფორმალურად.

,, 17 დეკემბერს ამ კლინიკაში გარდაიცვალა ხარკოვის მერი-კერნესი, ყველგან იუწყებიან, რომ კორონა ვირუსული ინფექციის გართულების შედეგად. მაგრამ ბოლო პერიოდში ამ კლინიკის სახელი ხშირად ფიგურირებს. ამავე კლინიკაში რუსეთიდან გადაიყვანეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი-ამბობენ, რომ იგი რუსეთში მოწამლეს, მაგრამ თუ ჩავუღრმავდებით, ის რუსმა ექიმებმა გადაარჩინეს. რაში დასჭირდათ რუსებს ჯერ მოეწამლათ, შემდეგ კი გადაერჩინათ,აქ რაღაც შეუსაბამობაა. ნივთიერება ,,ნოვიჩოკის’’ გამოყენება თავისუფლად შეეძლოთ როგორც ამერიკელებს, ასევე ინგლისელებს ნებისმიერ ქვეყანაში.ბერლინში კი მოწამვლა იოლი იქნებოდა. და ახლა შარიტეში გარდაიცვალა კერნესი. ნავალნისთვის მიმიფურთხებია, გული კერნესზე მწყდება, მან ბევრი რამ გააკეთა ხარკოვისთვის და შესაძლოა იგი მოეკლათ”

დეკემბრის ბოლო ორი კვირა ჩემი მეგობარი ძალიან დათრგუნული და განაწყენებული იყო. მისი თქმით, ის მივიდა იმ კლინიკის სანახავად, სადაც მისი ქალაქის მერი გარდაიცვალა. შემდეგ თქვა, რომ მიხვდა თუ რატომ მკურნალობდნენ კერნესს ასე დიდხანს-ოთხი თვე. ,,იცი, ის არჩევნების წინ დაავადდა- ხელმეორედ იყრიდა კენჭს ქალაქის მერობაზე, ხალხი მას კვლავ აირჩევდა, ხარკოველებს ის უყვარდათ. და უცებ დასნებოვნდა. თავდაპირველად, ერთი თვე იგი ადგილობრივ კლინიკაში ჰყავდათ, წინასაარჩევნო ციებ-ცხელების დროს კი გადმოიყვანეს აქ, ბერლინში, კლინიკა შარიტეში. მისმა ძლევამოსილმა მოწინააღმდეგეებმა გადაწყვიტეს კერნესის ქალაქიდან გაძევება, სხვა შემხვევაში კერნესი კვლავ მოიგებდა არჩევნებს, ამიტომ აღმოჩნდა ბერლინში. თუმცა ოქტომბრის ბოლოს იგი ხარკოვში დაუსწრებლად აირჩიეს ხმათა აბსოლიტური უმრავლესობით და კერნესის მტრები მიხვდნენ, რომ დამარცხდნენ. ამ დროს, კერნესის გარემოცვაში ხმები დადიოდა, რომ მერის მდგომარეობა უმჯობესდებოდა და აპირებდა ხარკოვში დაბრუნებას. ნოებმერში კი კვლავ ცუდად გახდა. იცით რატომ?! იმიტომ, რომ კერნესის მტრებისთვის დაუშვებელი იყო მისი ცოცხლად დაბრუნება და მათ ეს განახორციელეს. ამ ოპერაციის უკან დგას ამერიკა, რომელიც აკონტროლებს სიტუაციას კიევში. კერნესს არ უყვარდა ამერიკელები, იმ ათი წლის განმავლობაში, რაც მერი იყო, ქალაქში არც ერთი არ შეუშვია. ახლა კი ხარკოვის დაჩოქება იოლი იქნება, ყველამ იცის, რომ ეს რუსული ქალაქია, მთელი რეგიონის ცენტრი. კიევს კი აწყობს, რომ მათი მიკერძოებული პირი მართავდეს ამ ქალაქს. რა თქმა უნდა, კერნესის გუნდი რჩება ქალაქში, მაგრამ საეჭვოა მის გარეშე რამეს თუ გახდებიან. მერის თანამდებობისა და ხარკოვის გამო უკრაინაში დაიწყება ნამდვილი ბრძოლა და ამ ბრძოლას წარმართავენ ამერიკული საელჩოდან. ნავალნი მათ ჯერ კიდევ სჭირდებათ, რომ რუსეთს ,, მიაწვნენ’’,ამიტომაც არ მოწამლეს ბოლომდე. კერნესი კი ყელში ჰყავდათ გაჩხერილი.’’

ჯანდაბა, ჩემთვის სულ ერთია კერნესიც და ნავალნიც, მაგრამ ის ფაქტი მაშფოთებს, რომ ყველა ბნელ საქმეს კორონა ვირუსს მიაწერენ. ამ სცნეარით შეიძლება წარიმართოს ნებისმიერი სპეც ოპერაცია, მაფიის გარჩევა ან კონკურენტი პოლიტიკოსების თავიდან მოშორება. ამერიკელებისთვის არ აქვს მნიშვნელობა სად განახორციელებენ საკუთარ მიზნებს – კიევში თუ ბერლინში. მათ ფეხზე ჰკიდიათ გერმანული კლინიკის რეპუტაცია და არ წუხან, როგორ იარსებებს ეს პატივსაცემი დაწესებულება. საინტერესოა, რა ბერკეტს ფლობენ ამერიკელები, ასე რომ მანიპულირებენ კლინიკით.მსგავსი ხერხებით ნებისმიერი კომპანიის გამოყენება შეუძლიათ, მათ შორის ჩვენიც და ეს ძალიან მაღელვებს.

პიტერ Dygalo