როგორც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, მიუხედავად იმისა, რომ თავად მმართველი პარტიის წევრია, ჯარში პოლიტიკურ აგიტაციას არ ეწევა და ამის გაკეთებას არც გეგმავს.

საქართველოში ჯარი აბსოლუტურად აპოლიტიკურია და მისთვის სულ ერთია, ვინ იქნება ხელისუფლებაში, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. ოპოზიციამ არაერთხელ გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველ პარტია „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ საკუთარი მიზნებისთვის ჯარის გამოყენება შეუძლია.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გმირების 99,9% აბსოლუტურად აპოლიტიკურია და მათთვის სულ ერთია, ვინ იქნება ხელისუფლებაში. მათთვის მთავარია – ვინ იზრუნებს ჩვენი ჯარის გაძლიერებაზე. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჯარი არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ეკუთვნის, იგი ჩვენი კუთვნილება არაა, იგი ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული სიამაყეა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თავად მმართველი პარტიის წევრია, ჯარში პოლიტიკურ აგიტაციას არ ეწევა და ამის გაკეთებას არც აპირებს.

„პირველი, რაც შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას და პირად შემადგენლობას განვუცხადე, იყო შემდეგი – რომ მე მოვდივარ აბსოლუტურად გულწრფელად, ყოველგვარი პოლიტიკური ინტერესების გარეშე. მე არ შემომაქვს პოლიტიკური ინტერესები ჯარში, თუმცა არ დავუშვებ და შეუწყნარებელი ვიქნები სხვა პოლიტიკური პარტიების ინტერესების გატარების შემთხვევაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ხელისუფლება არ დაუშვებს ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული და საამაყო ინსტიტუციის პოლიტიზირებას, დასძინა მან.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 37 ათასამდე ადამიანი მსახურობს.

წყარო