ავღანეთში ომი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მიმდინარეობს, გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოდან, და სავარაუდოდ ახლო მომავალში არ დასრულდება. თუ არა ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები, მაინც ხდება ტერორისტული აქტები ანუ ბოევიკების მიერ განხორციელებული თავდასხმები. ამ უამრავი შეტაკებების შედეგად, ავღანეთში მშვიდობიანი ცხოვრება მოსალოდნელი არ არის. უფრო სწორად რომ ვთქვათ, ავღანეთში ომი მთელი ისტორიის მანძილზე მიმდინარეობდა. საბჭოთა კავშირის ჯარის წასვლის შემდეგ, ამ ქვეყანას განახლებული ძალით მოეკიდა სამოქალაქო ომის ცეცხლი და არავინ არ იცის, თუ როგორ შეიძლება მისი შეჩერება. მაგრამ არსებობენ ის ძალებიც, რომლებიც ფიქრობენ, თუ როგორ უკეთესად გამოიყენონ ეს ომი საკუთარი მიზნების მისახწევად.

ქვეყანაში სიტუაცია ყოველთვის რთული იყო თავად ავღანეთის თავისებურებების გამო. ავღანეთის მოსახლეობა შედგება შემდეგი ეთნიკური ჯგუფებისგან: მოსახლეობის ნახევარზე ოდნავ ნაკლები – პუშტუნები (42%), ტაჯიკები (27%), ხაზარები (9%), უზბეკები (9%), აიმაკები (4%), თურქმენები (3%), ბელუჯები (2 %) და სხვა ეროვნებისა და ეთნიკური ჯგუფები. მოსახლეობას სხვადასხვა რელიგიური შეხედულებები აქვს, ენა, ტრადიციები და ცხოვრების წესიც – რადიკალურად განსხვავდება. გეოგრაფიული მდებარეობიდან და საცხოვრებელი პირობებიდან გამომდინარე მოსახლეობის გადარჩენის ერთ-ერთი გზა – ომია.

ქვეყნის სამხრეთი და ჩრდილოეთის მხარეები ცხოვრობს სხვადასხვა კლიმატურ და ეკონომიკურ პირობებში. ავღანეთის ჩრდილოეთ

პროვინციები ესაზღვრება ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს – თურქმენეთს, უზბეკეთსა და ტაჯიკეთს, აღმოსავლეთი კი ჩინეთს და ასრულებს ყველაზე მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ როლს ქვეყანაში. ამ პროვინციებს: ბალხს, ჯუზჯანს, სამანგანს, სარიპულს, ბაღლანს, ბადახშანს, ყუნდუზს, ნურისტანს, ფანჯშირს – აქვთ სოფლის მეურნეობის განვითარების ხელსაყრელი კლიმატური პირობები, აქ იზრდება ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურები, მუშაობს გადამამუშავებელი საწარმოები და ნაღმები, მოქმედებს ჰიდროელექტროსადგურები. ქვეყნის მთავარი სატრანსპორტო მაგისტრალები ამ პროვინციების ტერიტორიებზე გადის, ისევე როგორც ელექტროენერგიის იმპორტი ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანას ელექტროენერგიით, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის ჩათვლით. ეს ავღანეთის ყველაზე ცივილიზებული და განვითარებული ტერიტორიებია. წარსულში კი ყველაზე უსაფრთხო და მშვიდობიანი.

აქ ჯიჰადისტებს ნაკლები მხარდაჭერა აქვთ ადგილობრივი მოსახლეობისგან, მათ შორის თალიბების მოძრაობასაც, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, წარმოიშვა 90-იან წლებში ქალაქ ყანდაარის გარშემო მდებარე პროვინციებში. ეგრეთ წოდებული „ჩრდილოეთ ალიანსის“ დაცემის შემდეგ, რომელიც იყო ყველაზე ძლიერი საბრძოლო ძალა და აკონტროლებდა ქვეყნის ჩრდილოეთ ტერიტორიებს, ეს მიწები ხშირად ხდება სხვადასხვა ძალების შორის დაპირისპირების ველად. ქაბულის ცენტრალური ხელისუფლება და ავღანეთის ჯარი, სამწუხაროდ, ვერ აკონტროლებენ სიტუაციას, რეგიონში კი ახლა არ არსებობს ისეთი ძალა, როგორიც იყო ჩრდილოეთ ალიანსი, რომელიც

შესძლებდა რეგიონში წესრიგის უზრუნველყოფას და ბოევიკებს წინააღმდეგობას გაუწევდა.

გასული წლის მაისის ბოლოს, ავტორიტეტული წყაროების ინფორმაციის მიხედვათ, ჩრდილოეთ ავღანეთში აღმოჩნდა 5,000 შეიარაღებული ISIS-ის მხარდამჭერი. ბოლო დროს ხშირად ისმის ჩრდილოეთ რეგიონებში სხვადასხვა ეროვნებისა და ქვეყნების შეიარაღებული ჯგუფების რაოდენობის ზრდის შესახებ. მათ არაერთხელ მოახერხეს არა მხოლოდ პროვინციული ქალაქების დაპყრობა და დიდი ადმინისტრაციული ცენტრების ხელში ჩაგდება, არამედ სხვადასხვა პროვინციებში მთელ რაიონებზე კონტროლის აღება. ამ ტერიტორიებზე ბრძოლა ინტენსიურად მიმდინარეობს, მათ შორის, შეტაკებები დაიწყო აქამდე მშვიდ პროვინციების ტერიტორიებზე, სადაც იზრდება ბოევიკების თავდასხმების ფაქტები. კარგად შეიარაღებული, მცირე ზომის ჯგუფები, 10-15 კაცის შემადგენლობით, საკმაოდ ადვილად ახერხებენ სარგებლიან ტერიტორიების მოპოვებას: აკონტროლებენ მაგისტრალებს, იპყრობენ გადამამუშავებელ ქარხანებს ან შახტებს და იწყებენ ნახშირის და სხვა პროდუქციის გაყიდვიდან შემოსავლის მიღებას.

ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების აშკარა სისუსტის მიუხედავად და ამავდროულად, ის ფაქტი, რომ ავღანეთის ჩრდილოეთ პროვინციებში თალიბანისა და ISIS-ის წევრების მოქმედებების გარკვეული თანხვედრაც კი არსებობს, თუმცა ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ისინი კონფლიქტში არიან და ომობენ კიდევაც, ამ ორგანიზაციებმა ვერ მოახერხეს ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონების დაპყრობა. ჯიჰადისტების საქმიანობა ავღანეთის ჩრდილოეთ პროვინციებში რჩება არაეფექტური,

რის მთავარი მიზეზია ამ პროვინციების მოსახლეობის მხრიდან მათი მხარდაჭერის არარსებობაა.

ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინციებში მზარდი არასტაბილურობის და ყველა არსებული ძალების სისუსტის გათვალისწინებით, ამერიკულმა სპეცსამსახურებმა, დაიწყეს აკტიური მოქმედება სხვადასხვა ტერორისტული მოძრაობების გაერთიანებისთვის. სინამდვილეში, ამერიკელებმა დაიწყეს სრულიად განსხვავებული ორგანიზაციის შექმნა, რომელიც, მათი იდეის თანახმად და წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, უნდა გახდეს უმთავრესი ძალა, რომელიც ჩრდილოეთ პროვინციებზე სრულ კონტროლს აიღებს, პირველი ასეთი ჯგუფები განლაგებულია ბადახშანის, ჯუზჯანის, სარიპულისა და ფარიაბის პროვინციებში – და მათი რაოდენობა შეადგენს ორ ათას ბოევიკს. პაკისტანის სამხედრო ბანაკებში კი გაუჩერებლად გრძელდება ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ჩამოსული ახალწვეული ბოევიკების მომზადება. საუკეთესო ეფექტურობის მისახწევად, რასაც შეერთებული შტატები ვერ მოესწრა ცუდად კონტროლირებადი თალიბებისგან, ახალი ორგანიზაციის ხელმძღვანელობისთვის ალ-ქაიდას უმაღლესი და საშუალო კადრებია მოწვეული. ბოევიკების საბრძოლო მომზადებას კი ამერიკელი და არაბული ინსტრუქტორები ახორციელედენ.

ჯერჯერობით არავინ არ იცის, თუ რა ამოცანებს უსვავენ ამერიკელი ინიციატორები ახალი მოძრაობის ხელმძღვანელობას. ჩრდილოეთიდან ავღანეთი ესაზღვარება ტაჯიკეთს – 1206 კმ, თურქმენეთს – 744 კმ, უზბეკეთს – 137 კმ და ჩინეთს – 76 კმ – ეს ამოცანები შეიძლება ავღანეთის საზღვრებს გასცდეს. გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩრდილოეთ პროვინციები ახლოსაა რუსეთის გავლენის სფეროსთან და

ამ რეგიონის სტაბილურობიდან პირდაპირ დამოკიდულებაშია რუსეთის მოკავშირეების უსაფრთხოება, საზღვრების ხელშეუხებლობა და პოლიტიკური კლიმატი უზარმაზარ ტერიტორიაზე, მაშინ სცენარი, რომლისთვისაც ამერიკელები ამზადებენ ახალ ორგანიზაციას შეიძლება შორსმიმავალი აღმოჩნდეს. და რაც მთავარია – მოშინაურებელმა ბოევიკებმა, შეიძლება მსოფლიო კვლავ დააყენონ გლობალური ომის ზღვარზე, როგორც ეს ბოლო წლების განმავლობაში მოხდა. და, ალბათ, შემთხვევითი არ არის ის, რომ ახალი ორგანიზაციის ბოევიკების უმეტესობა შუა აზიის ქვეყნებიდან იქნა გაწვეული.

სოლომონ ვაშაძე