2021 წლის მარტში დაგეგმილია აღმოსავლეთ პარტნიორობის მორიგი სამიტის ჩატარება. სამიტზე ევროკავშირს და მის აღმოსავლეთ პარტნიორებს მოუწევთ განსაზღვრონ მომდევნო წლების განვითარების სტრატეგია. ამავე დროს, როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ასეთი თანამშრომლობის სარგებლიანობა ღრმა ეჭვის ქვეშ დგება. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მტკიცდება მოსაზრება, რომ პროგრამა არ შეესაბამება ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის დეკლარირებულ მიზნებს, და არის შეტევითი პოლიტიკის ნაირსახეობა, რომელიც ემსახურება კონკრეტულ მიზნების მიხწევას. მათ შორის: რუსეთის საგარეო პოლიტიკური ინტერესების სფეროში დაძაბულობის წერტილების შექმნას და რუსეთის ფედერაციასა და მის მეზობლების შორის ათწლეულების, ზოგჯერ კი საუკუნეების განმავლობაში განვითარებული კავშირების განადგურებას.

პარტნიორობა კონფლიქტოლოგიის ტერმინად

გადავხედოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნის ისტორიას.

2008 წელს ევროკომისიამ ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოს გაუგზავნა შეტყობინება, რომელშიც ნათქვამია – ”ევროკავშირი ძალზედ დაინტერესებულია სტაბილურობით, უკეთესი მმართველობით და ეკონომიკური განვითარებით მის აღმოსავლეთ საზღვრებზე. ამავე დროს, ჩვენი პარტნიორები აღმოსავლეთ ევროპაში და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობენ. …ბოლო 15 წლის განმავლობაში ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგზე რადიკალური ცვლილებები მოხვდა. ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორების შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებების გაფორმებამ მეტი გეოგრაფიული სიახლოვე გამოიწვია, ხოლო ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის მხარდაჭერით განხორციელებულმა რეფორმებმა ეს ქვეყნები ევროკავშირთან პოლიტიკურად და ეკონომიკურად დააახლოვა. ევროკავშირს მზარდი პასუხისმგებლობა აქვს აღებული პარტნიორების წინაშე, ჩართულია მათ პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში და ურთიერთობების გაღრმავებაში. 2008 წლის 1 სექტემბერს ევროპის საგანგებო საბჭომ მოითხოვა ამ მიმართულებით მუშაობის დაჩქარება, რაც დაადასტურებდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს რუსეთთან კონფლიქტის შემდეგ.”

ამრიგად, აღმოსალეთ პარტნიორობის შექმნის თარიღი, ფაქტობრივად, არის სამხედრო კონფლიკტი, რომელიც საქართველოს ინიციატივით დაიწყო. სიმბოლურია, რომ აღმოსავლეთში ევროკავშირის პოლიტიკის გააქტუერების მიზეზად ევროკავშირის ერთ-ერთი აღმოსალეთის პარტნიორი ქვეყნის მტაცებლური ომი ხდება.

ევროკომისიის გზავნილი რამდენიმე გვერდს მოიცავს და დაწერილია ევროპული ბიუროკრატიული ენის საუკეთესო ტრადიციებით. საუბარია თანამშრომლობის, დემოკრატიის, სტაბილურობის, ეკონომიკური დაახლოებისა და უსაფრთხოების პლატფორმებზე.

რა თქმა უნდა, ამ სიტყვების ინტერპრეტაცია  დამკვირვებლის პოზიციაზეა დამოკიდებული, ამასთან, ისტორიული გამოცდილება, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და მოვლენების განვითარება არასანუგეშო დასკვნის გამოტანის საშუალებას გვაძლევს: აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირისთვის ასრულებს რესურსების ბაზის როლს (იაფი ნედლეული, იაფი შრომის ძალა, გაყიდვების ბაზარი) და ბუფერული ზონის როლს ევროპასა და რუსეთს შორის, რომლის ძალისხმევა პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის პოსტსაბჭოთა სივრცეში ძალზედ წარმატებული იყო და, შესაბამისად, საფრთხეს წარმოადგენდა ევროკავშირისთვის და მისი ტრანსატლანტიკური პარტნიორისთვის.

სად არის ქებული ინტეგრაცია და უსაფრთხოება? სად არის სტაბილურობა? ეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების – სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის მაცხოვრებლების ძირთადი კითხვებია.

ამ ქვეყნების მაცხოვრებლებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში მონაწილეობის მთავარი მიზეზი ევროკავშირთან უვიზო მიმისვლა იყო. 11 წლის შემდეგ უვიზო რეჟიმი მხოლოდ საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ შემოიღო. ევროკავშირში უთანხმოებისა და ბრექსიტის ფონზე, ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარიც კი ნაადრევია.

შესაძლოა, ვინმე შეცდომაში შეიყვანოს დიპლომატიურ-ბიუროკრატულმა ფორმულირებამ – ევროკავშირის ასოცირებული წევრი. მაგალითად, თბილისის აეროპორტში სტუმრებს მიესალმება წარწერა: “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც არის ევროკავშირის ასოცირებული წევრი”. სხვა ქვეყნებში, რომლებიც ასევე არიან ევროკავშირის ასოცირებული წევრები – ეგვიპტე, იორდანია, ალჟირი, ტუნისი, ჩილე, მექსიკა და სამხრეთ აფრიკა – ასეთი წარწერა არ შეგხვდებათ.

ამ წლეების განმავლობაში აღმოსავლეთის პარტნიორობის პრაკტიკულად ყოველი სახელმწიფო, ფაქტობრივად, სამოქალაქო ომის ზღვარზე იყო, ანუ შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილეობდა რუსეთის საზღვრებთან. მაიდანი კიევში, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, მთავარი “ევროინტეგრატორი”  მიხეილ სააკაშვილი კი აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ჭეშმარიტი მიზნების სიმბოლოს წარმოადგენს.

”აღმოსავლელი პარტნიორების” მიმართ ფარისევლობის მკაფიო მაგალითია ევროსაბჭოს ხელმძღვანელის ჩარლზ მიშელის ვიზიტი კიშინიოვში, რომელიც გაიმართა მოლდოვას პარლამენტსა და პრეზიდენტ მაია სანდუს კონფლიქტის ფონზე. მიშელმა პრეზიდენტთან შეხვედრისას თქვა – ”ვინც უკანონოდ მოქმედებდა, არ უნდა მიიღოს მონაწილეობა მოლდოვას მომავლის შენებაში, ასე რომ ვადამდელი არჩევნები ამას ხელს შეუწყობს. ქალბატონო პრეზიდენტო, ევროპა თქვენს მხარესაა. იქონიეთ ევროკავშირის იმედი”.

ევროსაბჭოს ხელმძღვანელის ორპირობა გამოიხატება იმაში, რომ ის უკანონობაში ადანაშაულებს პრო-ევროპული პარტიების კოალიციას, რომელიც ათი წლის განმავლობაში ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მხარდაჭერით მართავდა მოლდოვას. ეს კოალიცია მოლდოვას სათავეში მოვიდა 2009 წელს (აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსების წელი), ფერადი რევოლუციის შემდეგ, რომლის დროსაც პრო-ევროპული პარტიების მომხრეებმა ცეცხლი წაუკიდეს პარლამენტს და საპრეზიდენტო რეზიდენციას და რუმინეთისა და ევროკავშირის დროშები გამოკიდეს.

ვინმეს წინააღმდეგ მეგობრობა

ევროკავშირი რუსეთზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად აქტიურად იყენებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს – პოლონეთს, ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს.

”აღმოსავლეთის პარტნიორობა” და ”რუსული საფრთხე” – ამ სიტყვებით გაიხსნა ტალინში ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სააგენტოების ხელმძღვანელების შეხვედრა ა. წ. მარტს. ლიეტუვისა და ესტონეთის მინისტრებისთვის ეს შეხვედრა კიდევ ერთ შესაძლებლობად გახდა, რომ დაემტკიცებინათ  ჩრდილოეთ ატლანტიკურ ემისარებისთვის ანტირუსული განწყობა.

ჩვენ თანამოაზიარენი ვართ რუსული პოლიტიკისა და კავშირის აღმოსავლეთის პარტნიორ ქვეყნებთან. „ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს და შეერთებული შტატებისგან მკაფიო მესიჯის გაგზავნა ჩვენი აღმოსავლეთ მეზობლების მხარდაჭერის შესახებ, რომლებმაც აირჩიეს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და დავეხმარონ მათ რეფორმების განხორციელებაში“, – განაცხადა ამ შეხვედრაზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის უფროსმა გაბრიუელის ლანდსბერგისმა, რომელიც ქვეყნის საგარეო საქმეთა სააგენტოს სათავეში მხოლოდ რამდენიმე თვეა.

„მე კოლეგებს ვუთხარი, რომ აუცილებელია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს დავეხმაროდ დემოკრატიული რეფორმების და ეკონომიკური მოდერნიზაციის ჩატარებაში. ჩვენ ასევე უნდა მხარი დავუჭიროთ უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში და ბელორუსში არსებული ვითარება საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოვაქციოთ“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევა-მარია ლიმეცმა, რომელიც მინისტრი გახდა 2021 წლის თებერვალში.

ბალტიის ქვეყნების მმართველი წრეების განცხადებები არაფრით არ განსხვავდება საქციელისგან. კერძოდ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პოლონეთი და ლიეტუვა იყვნენ ანტირუსული კამპანიების ფინანსური მხარდაჭერის ოპერატორები ბელორუსში, უკრაინაში და მოლდოვაში.

ამ შეხვედრის წინ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა თქვა, რომ ”რუსითიდან მომდინარე უსაფრთხოების რისკებს ყველაზე მკაფიოდ გრძნობენ მეზობელი ქვეყნები. გაერთიანებული სამეფო გვერდით უდგას თავის ახლო პარტნიორებს, სამხედრო სფეროში და ასევე ეწინააღმდეგება დეზინფორმაციას, რომელსაც რუსეთი ავრცელებს და მის დესტაბილიზაციულ საქმიანობას რეგიონში.”

ამ თვალსაზრისით, ინგლისური მწერალი (შეაფასეთ ირონია) რედიარდ კიპლინგის  “მაუგლის” გმირებს  გვაგონდება: ტაბაკი და მისი მფარველი ვეფხვი შარხანი. პირველი მშიშარა იყო, მეორემ კი საბოლოოდ თავისი მიიღო.

გაბზარული სახლი

ევროკავშირის ათწლიანმა მცდელობამ შთააგონოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ის აზრი, რომ განვითარების ერთადერთი გზა მათთვის ევროკავშირთან ინტეგრაციაა, უსაფრთხოების სივრცის შექმნის მაგივრად, ზედმეტი დაძაბულობა შემოიტანა საერთო ევრაზიულ სივრცეში. პოლიტიკამ ”თქვენ ან ჩვენთან ხართ ან რუსეთთან” ხელოვნურად გაყო რუსეთის და ევროკავშირის ურთიერთობები, რომლის შედეგად ერთ მხრივ ევროკავშირი დარჩა – მეორე მხრივ კი რუსეთი და დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობა. აღმოსავლეთ პარტნიორობის პრაქტიკამ შექმნა არა მხოლოდ დაძაბულობის წერტილები იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც რუსეთის გავლით მჭიდრო კავშირში იყვნენ სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ ურთიერთობებით, არამედ წარმოშვა ამ ქვეყნებში შიდა ელიტარული და სამოქალაქო კონფლიქტები.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში განიხილავენ სტრატეგიას  ევროკავშირთან ურთიერთობის შესახებ და აყალიბებენ ისეთ სტრატეგიას, რომელიც არ შეეწინააღმდეგება რუსეთთან დამყარებულ კავშირებს. მაგრამ ეს ჯერ შორსაა მკაფიო ფორმირებისგან. ამასობაში კი, დიდი ალბათობით, ევროკავშირი განაგრძობს თავისი “აღმოსავლელი პარტნიორების” შენარჩუნებას უახლოვესი ევროინტეგრაციის დაპირებებით.

ევროკავშირის მცდელობები გაანადგუროს აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ მითები ძალიან უხერხულად გამოიყურება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ-ერთ გვერდზე, რომელიც ეძღვნება აღმოსავლეთ პარტნიორობას, ეს მითები ჩამოთვლილია. ბოლო ორი წლის განმავლობაში დამაჯერებლად დადასტურდა, რომ ეს მითები რეალობას შეესაბამება. ქვემოთ მოყვანილია სამი ძირითადი ე. წ. „მითი“.

ევროკავშირის მოქალაქეები არ იღებენ რაიმე სარგებელს აღმოსავლეთ პარტნიორობისგან.

ევროკავშირის მიერ გამოგონილი აღმოსავლეთის პარტნიორობა არის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია.

აღმოსავლეთ პარტნიორობა იწვევს დესტაბილიზაციას ან რეჟიმის შეცვლას.

როგორც რუსი მწერალი (შესაძლოა ვინმემ თქვას უკრაინელი მწერალიო, რაც უკეთესია ამ კონტექსტისთვის) ნიკოლაი გოგოლი, უნტეროფიცერის ქვრივმა საკუთარი თავი გაიროზგა.

სოლომონ ვაშაძე