ფაშიზმე გამარჯვებაში საკუთარი წვლილი უდაოდ შეიტანა ქართველმა ხალხმა. ქართველი ჯარისკაცები მონაწილეობდნენ ყველა მნიშვნელოვან ბრძოლაში: დაწყებული ბრესტის ციხე-სიმაგრის დაცვიდან,ბერლინის აღებით დამთავრებული.

ქართველები იყვნენ მათ შორის, ვინც ფაშისტების პირველი დარტყმა მიიღო 1941 წლის 22 ივნისს.ბრესტის ციხე-სიმაგრის დაცვას ასზე მეტი ქართველი მეომარი შეეწირა.

1941 წლის 13 ნოემბერს სსრკ-ის სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტმა მიიღო დადგენილება N894 ნაციონალური საბრძოლო გაერთიანებებისა და კავშირების ფორმირების შესახებ 11 საბჭოთა და 4 ავტონომიურ რესპუბლიკაში.შედეგად ნოემბრის 1941 – თებერვლის 1942 წლებში ჩამოყალიბდა 9 ქართული დივიზია, მათ შორის ი.ვ. სტალინის სახელობის 47-ე წითელდროშოვანი სამთო-მსროლელი დივიზია,მ.ვ. ფრუნზეს სახელობის 63-ე წითელი ვარსკვლავის ორდენოსანი სამთო-მსროლელი დივიზია,კუტუზოვის მეორე ხარისხის ორდენისა და წითელი ვარსკვლავის სახელობის კრასნოდარის მე-9 წითელდროშოვანი სამთო-მსროლელი დივიზია,ანაპის 414-ე წითელდროშოვანი მსროლელი დივიზია.

საქართველოს მაცხოვრებლები მოდიოდნენ არა მარტო სამხედრო კომისარიატის გაწვევით, არამედ როგორც მოხალისეები, რომლებიც მოითხოვდნენ ფრონტზე დაუყოვნებელ გაგზავნას.დიდი სამამულო ომის განმავლობაში წითელარმიელთა რიგებში  გაწვეულ იქნა 400 ათასამდე ქართველი, პრაქტიკულად ეს იყო ერის მობილიზაციური შესაძლებლობის ზღვარი, აქედან 80 ათასი ოფიცერი და ჯარისკაცი ბრძოლის ველზე დაიღუპა.ომის დროს ჩადენილი გმირობისთვის 90 ქართველი მებრძოლი დაჯილდოვდა უმაღლესი წოდებით-საბჭოთა კავშირის გმირი.

ომის მემუარებსა და არქივებში ნახსენებია არა მარტო გენერლებისა და მარშალების სახელები, არამედ მილიონი უბრალო სამამულო ომის ჯარისკაცისაც.ყოველი მათგანი იმსახურებს ცაკლეულ მონათხრობა, თუმცა ერთი სტატიის ფარგლებში ამის გაკეთება შეუძლებელია.მაგრამ ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდნენ და პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას.

აღსანიშნავია,რომ  ოპერატიული რგოლის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი იყო ორი გამოჩენილი მეთაური- გენერალ-პოლკოვნიკი კ.ნ. ლესელიძე და გენერალ-პოლკოვნიკი პ.გ. ჩანჩიბაძე.

კონსტანტინე ნიკოლოზის ძე ლესელიძემ(1903-1944), როგორც სარდალი 46-ე, 47-ე და მე-18 გაერთიანებული არმიების,თავი გამოიჩინა კავკასიის ქედზე გამართული ბრძოლებით(1942-1943), ჟიტომირის მიმართულებით ალყის გარღვევით და დასახლებული პუნქტების დაკავებით, ჟიტომირ-ბერდიჩევი განთავისუფლებით(1943-1944).ბოლო ოპერაციის დროს, რომელიც ჩატარდა მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში, იგი მძიმედ დაავადდა და გარდაიცვალა ფილტვების ანთებით 1944 წლის თებერვლის ბოლოს.

პორფილე გიორგის ძე ჩანჩიბაძე(1901-1950) 1942 წელს დაინიშნა მე-13 გვარდიულ მსროლელთა კორპუსის მეთაურად, აღნიშნული კორპუსი სტალინგრადის მე-2 გვარდიასთან, სამხრეთის და უკრაინის მე-4 ფრონტის შემადგენლობაში მონაწილეობდა სტალინგრადის ბრძოლაში, დონბასის,მელიტოპოლისა და ყირიმის გასათავისუფლებელ ოპერაციებში.ყირიმის გათავისუფლების შემდეგ, 1944 წლის ივნისიდან, ჩანჩიბაძე სარდლობდა მე-2 გვარდიული არმიის ჯარებს და მონაწილეობდა ბალტიისპირეთის გათავისუფლების ოპერაციებში.შემდეგ გადალახა მდინარე ნემნა და მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პრუსიის შეტევით ოპერაციაში, მათ შორის ქალაქ კენიბერგის შტურმით აღებაში.

დღეს ეს ყველაფერი უკვე ისტორიას ჩაბარდა. საბედნიეროდ, კიდევ ცოცხლები არიან ვეტერანები,ადამიანები, რომლებიც ზურგს უმაგრებდნენ მეომრებსა და ბავშვები, რომლებიც ომის დროს დაიბადნენ.სამწუხაროდ, არსებობენ ისეთებიც, ვისაც უნდა ამ ისტორიაში კორექტივების შეტანა და ახალი შეფასებების მინიჭება.მაგრამ საუკეთესო მსაჯი- დრო – ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.

ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ არა მათი გამძლეობა, რომ არა მელიტონ ქანთარია, რომელმაც გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე, არ ვიარსებებდით ჩვენ.